საინტერესოა ტრადიციული
მეღვინეობა _“გეორგიანელები“_ მიწის
დამამუშავებელს ნიშნავს _ ქვევრები,
ჯამ-ფიალები,დერძები -ეს არის უძველესი წესი თიხის დამუშავებისა, რომლის
სახელოსნოებიც საქართველოში ძველი პერიოდის
მე-3 ათასწლეულიდან იღებს სათავეს:თრიალეთის ყორღანები,ქსნის ხეობა,
მცხეთა-სამაროვანი.
საქართველო ვაზის სამშობლოა და
ქართველიც ჯეროვნად სცემდა პატივს ამ დალოცვილ უფლის საჩუქარს.“ვაზო,შვილივით ნაზარდო“-ო და
ქართველიც მზრუნველი მშობელივით უვლიდა ვაზს... XII საუკუნის დავით აღმაშენებლის შვილმა მეფე დემეტრემ ვაზს საგალობელი უძღვნა_“ საგალობელი ვაზისა“.
ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღვინის დაყენების და არყის გამოხდის
სხვადასხვაგვარი ტრადიციაა, ასევე ხინკლის , „დამბალი ხაჭოს“ გაკეთების და ყველის
ამოყვანის განსხვავებული წესებია მთასა და ბარში.
ქართველ მანდილოსანთა საამაყო
ტრადიციაა _კრავაი ჯაყელი ხუაშაქ ცოქელი შემრიგებლებად მოუვლინა ყურთუ ასლანსა და
თამარს ,ანუ ქალები პოლიტიკაში არიან , რაც არცერთ ქვეყანაში XII საუკუნეში არ ყოფილა.თუმცა აღსანიშნავია
მანამდეც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა XI საუკუნეშიც_ მართა (ქართველი )დედოფალი
ბიზანტიისა სახელმწიფოს მართავს ბასილი
დიდთან ერთად.
ქალი, როგორც სუბიექტი, პიროვნება, მემკვიდრეობის
უფლებით აღჭურვილი (დოკუმენტი ბასილი
ზარზმელის „სერაფიონ ზარზმელის ცხოვრება და მოღვაწეობა.“), ვინმე ანასრაის ასულ თამარს მამამ უძრავი ქონება
უანდერძა.
აკაკის აქვს ასეთი გამონათქვამი: „ ქალი ,
დედა, ოჯახის ბარომეტრია, როგორიც ქალია_ისეთივეა ოჯახი“.
უდიდესი ტრადიციაა _ძუძუმტეობა,რომლის ინსტიტუტიც გაჩნდა უხსოვარი დროიდან_ჩრდ. კავკასიაში და ჩვენში. ასევე ძმადგაფიცვის წესები, რომელიც მთის კუთხეების დამახასიათებელი ტრადიციაა და სხვადასხვაგვარია. დაწიდვნის ტრადიცია _გოგო-ბიჭის „უმანკოთა“ ერთად წოლა.
უდიდესი ტრადიციაა _ძუძუმტეობა,რომლის ინსტიტუტიც გაჩნდა უხსოვარი დროიდან_ჩრდ. კავკასიაში და ჩვენში. ასევე ძმადგაფიცვის წესები, რომელიც მთის კუთხეების დამახასიათებელი ტრადიციაა და სხვადასხვაგვარია. დაწიდვნის ტრადიცია _გოგო-ბიჭის „უმანკოთა“ ერთად წოლა.
მართლმადიდებლური ეკლესია საეროზე მაღლა
დგას _ გრ. ხანძთელის _აშოტ კურაპალატის
სიძვის დიაცი და ფებრონია.
ქართული ტრადიციების შენარჩუნებას და
მოვლა-პატრონობაზე სრუნავდა ყოველთვის ქართული ეკლესია, რომელიც დევნიდა ყოველგვარ
მიუღებელს.
საგანმანათლებლო კერები ძვ.წ.აღ-მდე IV
საუკუნეში_ ფაზისი (ფოთთან). არსებობდა აკადემია, რომელსაც მეორე ათენად იხსენიებდნენ. არსებობდა ქართული
კერები ათონის მთაზე (გიორგი და ექვთიმე ათონელები), პეტრიწის კერა (იოანე
პეტრიწი), კონსტანტინეპოლის ქართული კერა. (გაცვლითი პროგრამები _ დსავლეთის
მისიონერები ქრისტეფორე დე
კასტელი,რომელსაც აქვს შესანიშნავი
მემუარები_“მოგზაურობა საქართველოში“, სადაც აღწერილია ყველა ქართული წესი: ჩაცმის, დახურვის, აბანოების... ის ამბობს, რომ მსოფლიოში ქართველზე მამაცი მებრძოლი არ არსებობს. განსაკუთრებით ქალების სილამაზეე ამახვილებს ყურადღებას).
მემუარები_“მოგზაურობა საქართველოში“, სადაც აღწერილია ყველა ქართული წესი: ჩაცმის, დახურვის, აბანოების... ის ამბობს, რომ მსოფლიოში ქართველზე მამაცი მებრძოლი არ არსებობს. განსაკუთრებით ქალების სილამაზეე ამახვილებს ყურადღებას).
ქართველი ერის უდიდეს ტრადიციულ განათლებულებაზე მეტყველებს ნადიმზე მოქცევის
წესებიც: თამადისა და სუფრის პატივისცემა.
უფროს-უმცროსობა, არაბილწსიტყვაობა, სადღეგრძელოების რიგითობის დაცვა.
ქართული ისტორიის ჟამთასიავემ დაამკვიდრა
ტერმინები:“ ჭირნახული“, „ მეუღლე“- ები, „დარბაისელნი „ და უამრავი სხვა.
„პურობის“
/სუფრის/ წესი ძველ (ადრეფეოდალურ) საქართველოში ( V-IX ს.კ) .ყველასაგან
განსვავებულია ქართული პურობის , ნადიმობის წესი,რომელიც საერთო მსგავსებების
მიუხედავად განსხვავებულია თითოეულ
კუთხეში, თითოეულ კუთხეს თავისი
წეს-ჩვეულებები ჰქონდა.
თამადა_ პურობის , სუფრის გამძღოლი.
თამადის ძირითადი მოვალეობაა მოახდინოს
ლხინის მსვლელობის ორგანიზება. სუფრაზე სადღეგრძელოთა რიგი განსაზღვრულია.
მეკვლეობა __- ახალ წელს
ნაყოფიერება-ბარაქიანობის, მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის
უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის
დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება.
ძველი ქართული სამართლის ძეგლები : ბაგრატის,
ღვთივგვირგვინოსანთა სამართალი, გიორგი ბრწყინვალის, სამართალი კათალიკოზთა.
„ სამართალი ბატონიშვილის
ვახტანგისა“- ვახტანგ VI-ის განმგებლობაში შედგენილი კოდექსი, ვახტანგ VI-სამართლის
წიგნთა კრებულის , ანუ კორპუსის დამაგვირგვინებელი ნაწილი. შემუშავებულია
ვახტანგის თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით 1705-1708 წლებში. “სამართალი
ბატონისშვილის ვახტანგისა“ ფეოდალური სამართლებრივი წიგნია, რომელიც აწესრიგებდა მაშინდელ
ყველა ურთიერთობას,აგრეთვე
ოფიციალურად აკანონებდა ქალისა და
მამაკაცის თანასწორობას, რაც ჯერ კიდევ
XII საუკუნეში ფასობდა.(„ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.) თამარის და რუსუდანის გამეფებაც ამ ფაქტის
უტყუარი დასტურია.
დაუწერელი ანუ „ჩვეულებითი“ სამართალი,
რომელიც ტრადიციებიდან მოდის, სათავეს იღებს მთის რეგიონებიდან. მაგ.“ თუ
დიაცი მრუში არს, მზითევიცა იქნება მრუში“-ო.
ე. ი. ოჯახის სიწმინდის ბარომეტრი არის დედა. ქალი ღვთისმოშიში, ოჯახის ერთგული.
ქართული სამართლით მრუში ცოლის დასჯა
იკრძალებოდა,მას მეუღლე უშვებდა სახლიდან და
მისი სამზითვოც უბრუნდებოდა „
მრუშის“ მშობლებს.
საქართველოში გაბატონებული იყო ქალწულობის
ინსტიტუტი. ქორწინების სიწმინდე მეუღლეთა ერთგულებით გამოიხატებოდა, მეუღლეების
ავადმყოფობის შემთხვევაში ,თუ უკურნებელი სენით არ იყვნენ დაავადებულნი, ერთმანეთი
უნდა ეკურნებინათ.
ქართული წეს-ჩვეულებით დაცული იყო ე. წ „ზეწრის უმანკოება“. იყო ასეთი წესი: თუ
ქორწილის პირველ ღამის შემდეგ პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა,
სადედამთილო მის მშობლებს გახვრეტილ კვერს
უგზავნიდა.
არსებობდა ე.წ. „ სანიჭარის“ წესი_
ქორწილში ან ქელეხში შესაწირის შეწევნა, როგორც ფულადი ასევე
ნატურის სახით.
გვარებს შორის „ სისხლის დაწვის“ წესი, ანუ ერთი
გვარის ქორწინება მხოლოდ ექვსი თაობის შემდეგ ხდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გვარები ჩნდება XIII საუკუნიდან.
არსებობდა „მოძღვართ-მოძღვრის“ ინსტიტუტი,
სადაც ახალგაზრდა ქალ-ვაჟებს ასწავლიდნენ რიტორიკას, ვარსკვლავთმცოდნეობას, ხელსაქმეს,
ხუროთმოძღვრებას...
ქართული წესი კრძალავდა ქალის ფიზიკურ
ლიკვიდაციას, ( მაგ. შუასაუკუნეების ევროპასა და რუსეთში კაცს შეეძლო
სიკვდილით დაესაჯა მეუღლე. მაგ. რუსეთში იყო
ასეთი წესი: ქმარს შეეძლო მიწაში ცოცხლად ჩაემარხა ცოლი).
უდიდეს
სირცხვილად ითვლებოდა ლოთობა. ლოთს
ქართული სამართალი უწოდებდა „სკვითს“, რაც
ამავდროულად რუსის სინონიმია.
ამის ბრქყინვალე დოკუმენტია „ისტორიანი
და აზმნი შარავანდედთანი (თამარის ისტორიკოსი), რომელიც თამარ მეფის პირველ ქმარს_
იურის (გიორგი) მოიხსენიებს „ სკვითად“,
ის იყო ლოთი, „სოდომურ-გომორულად“ დაავადებული (მამათმავალი). ქართული კანონმდებლობა ასეთ ქცევას უმკაცრესად სჯიდა.
„ ზედაშე“
_ საეკლესიო ღვინოც არის და ქიზიყში ერთი გვარის ე.წ. „ფესვებს“ ადასტურებს: იმ ეზოში, საიდანაც
იყრებოდნენ ძმები, მიწაში ქვევრს მარხავდნენ, იმ ქვევრში ფუძეზე
დარჩენილი ძმა ღვინოს აყენებდა. განაყრელები კი წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და ლხინს მართავდნენ, მასპინძელი კი იმ ქვევრის ღვინით მასპინძლობდა.
დარჩენილი ძმა ღვინოს აყენებდა. განაყრელები კი წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ და ლხინს მართავდნენ, მასპინძელი კი იმ ქვევრის ღვინით მასპინძლობდა.
‘
The Casino Del Sol | Dr.MD.com
ReplyDeleteDr.Mcd 오산 출장샵 reviews and player feedback about The Casino Del 여수 출장마사지 Sol, Inc. in Dr.MD. The casino boasts all of its 의정부 출장샵 slot machines, from 강원도 출장샵 classic slot machines 울산광역 출장마사지 to video slots.